ცივაძე დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით ცივაძე – დაიბადა 1960 წლის 24 აპრილს ქობულეთში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1982).
სამუშაო გამოცდილება
- პარტიულ-სამეურნეო საქმიანობა.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-94): მაჟორიტარი, ქობულეთის №10.81 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის სამხედრო კომისარი (1994-2003).