ცივი იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცივი იარაღისაბრძოლო იარაღი, რომლის გამოყენება არ არის დაკავშირებული ფეთქებად ნივთიერებებთან. კონსტრუქციის მიხედვით უბრალოა და ხელჩართულ ბრძოლაში იყენებენ.

ცივი იარაღის მოქმედება დაფუძნებულია მეომრის კუნთების შესაძლებლობაზე და იმაზე, თუ როგორი ხასიათის იქნება ეს მოქმედება, იყოფა დამრტყმელ (კომბალი, კისტენი, გურზი და სხვა), მჩხვლეტავ (დაშნა, რაპირა, სარისა, კინენი, ხიშტი, შუბი, სტილეტი და სხვა), მჩეხავ (საბრძოლო ნაჯახი, დარაბჩანი, შუბნაჯახი, ისარა და სხვა), აგრეთვე ისეთი იარაღად, რომელიც ერთდროულად ითავსებს რამდენიმე ზემოჩამოთვლილ ნიშანს (მაგალითად, მჩხვლეტ-მჩეხავი ან მჩეხავ-მჩხვლეტი) და მათგან ერთ-ერთი მთავარია (მახვილი, ხანჯალი, ხმალი, იატაგანი და სხვა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები