ციმბირის პრიკაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციმბირის პრიკაზი – რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც შეიქმნა 1637 და ციმბირის მართვას ისახავდა მიზნად. საელჩო პრიკაზთან ერთად ციმბირის პრიკაზი განაგებდა ასევე რუსეთის ურთიერთობებს ჩინეთთან, მონღოლეთთან და შუა აზიის სახანოებთან, საელჩო პრიკაზიდან ციმბირის პრიკაზს არაერთხელ გადაეცა ჩინეთში რუსულ ელჩობათა საქმეები. 1681-84 ჩინეთთან და მონღოლეთთან ურთიერთობის საკითხები არ შედიოდა საელჩო პრიკაზის კომპეტენციაში და მთლიანად თავმოყრილი იყო ციმბირის პრიკაზში. ჩინეთში საელჩოების შექმნის და მათთვის სიგელების გადაცემის გარდა, ციმბირის პრიკაზი აკონტროლებდა ადგილობრივი ადმინისტრაციის მოღვაწეობას ჩინეთთან და მონღოლეთთან სასაზღვრო საკითხებში. XVIII ს-ის დასაწყისში ციმბირის პრიკაზი გაუქმდა, თუმცა 1730 აღადგინეს და მოქმედებდა 1763-მდე. ამ პერიოდში მისი ფუნქციები არსებითად შეიცვალა და საგარეო პოლიტიკურ ხასიათს უკვე აღარ ატარებდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები