ცინცაძე გიორგი (პოლიტიკოსი)
ცინცაძე გიორგი იოსების ძე (დ. - 1880, სოფ. ბუკისციხე, ოზურგეთის მაზრ. - გ. - 1937) - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პროფესიით მასწავლებელი.
ბიოგრაფია
დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1900 წლიდან სოციალ-დემორკატიული პარტიის წევრი. იყო გურიის 1905 წლის მოვლენების მონაწილე.
1917 წლიდან იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩამოშორდა პოლიტიკურ სამქიანობას. საბჭოთა რეჟიმის მიერ რამდენიმეჯერ იქნა დაპატიმრებული. საბოლოოდ, მენშევიკური ცენტრის წევრობის ბრალდებით, დიდი ტერორის დროს დახვრეტა მიუსაჯეს.
ნოდარ ჩხაიძე
ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი