ცინცაძე ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან ცინცაძე

ლევან ცინცაძე – (Levan Tsintsadze), ქართველი ფიზიკოსი, დიპლომატი, 2013-2019 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში და მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში.

დაიბადა: 20 ივლისი, 1969 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1986-1989 – სწავლობდა მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში;
1990 – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პლაზმის ფიზიკის სპეციალობით;
1989-1994 – მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად და მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1994-2013 – წლებში უფროს მეცნიერ- თანამშრომლად;
1991 – მოწვეული ფიზიკოსი JET Joint Undertaking, ქ. აბინგდონში, დიდი ბრიტანეთი;
1992 – აქვს მინიჭებული ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 2004 წელს – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;
1993-1994 – მუშაობდა პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტში ქ. იულიჰში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;
1994-1995 – ანტვერპენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, ანტვერპენი, ბელგიის სამეფო;
1995-2012 – მოწვეული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, მეცნიერ თანამშრომელი ჰიროშიმას, ოსაკას, კიოტოს და ცუკუბას უნივერსიტეტებში და ატომური ენერგიის კვლევის ინსტიტუტში, იაპონია.

სამუშაო გამოცდილება:
2004-2005 – მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარედ;
06/2005-12/2005 – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი;
2004-2005 – საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა კომიტეტის თავმჯდომარე იუნესკოში;
ნატოს სამეცნიერო კომიტეტის ასოცირებული წევრი;
საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მმართველთა საბჭოში და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მმართველთა საბჭოში;
ამერიკის სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობაში;
6/06/2013-5/12/2013 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი.

არის 97 სამეცნიერო შრომის ავტორი და ამერიკის სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის ჯილდოს მფლობელი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. (2014)

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები