ცინცქილაძე ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ ცინცქილაძე – დაიბადა 1952 წლის 6 ივლისს ბათუმში. — პოლიტიკოსი, მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი.
განათლება – თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინსტიტუტი (1974).
სამუშაო გამოცდილება
- თეატრისა და კინოს მსახიობი და რეჟისორი.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, საპროცედურო კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.