ციოლკოვსკი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე ციოლკოვსკი

კონსტანტინე ციოლკოვსკი – (რუს. Константин Эдуардович Циолковский; 1857 – 1935), გამოჩენილი რუსი მეცნიერი და გამომგონებელი, რაკეტული ტექნიკის ფუძემდებელი.

იგი პოლონელი პოლიტიკური პატიმრის შვილი იყო. დიდ მეცნიერულ შედეგებს მიაღწია დამოუკიდებელი გამოკვლევების გზით.

ასეთ ნაშრომებს მიეკუთვნება, სხვათა შორის, ორიგინალური კონსტრუქციის დირიჟაბლის პროექტი, მონოპლანის აღწერა, რუსეთში პირველი აეროდინამიკური მილის აგება, აგრეთვე გაზომვის ტექნიკის დამუშავება. 1900 წელს ჩაატარა სხვადასხვა სხეულთა აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტის გამოკვლევა, ხოლო 1903 წელს მოგვცა რაკეტის ფრენის თეორია– მისი მოძრაობის პროცესში მასის ცვლილების გათვალისწინებით. ეს იყო ასტრონავტიკის ისტორიაში პირველი სერიოზული სამუშაო ამ საკითხში. ექვსი წლის შემდეგ დაამუშავა შემადგენელი რაკეტების ანუ რაკეტული მატარებლების მოძრაობის ორიგინალური თეორია მიზიდულობის ერთგვაროვან ველში.

ციოლკოვსკიმ წამოაყენა რაკეტის გიროსკოპული სტაბილიზაცია. ესმოდა რეაქტიული ძრავას წვის კამერის კედლების გაცივების აუცილებლობა და მისი წინადადება–კამერის კედლების გაცივება სათბობის კომპონენტების დახმარებით, ფართოდ გამოიყენება თანამედროვე კონსტრუქციის რეაქტიულ ძრავებში. გვიჩვენა კოსმოსური გაფრენის განხორციელების შესაძლებლობა სპეციალური ბაზის, დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის, გამოყენებით.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები