ცირამუა ბადრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცირამუა ბადრი − (1950), პოეტი ჟურნალისტი და პროზაიკოსი. დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა „ახკომის” რედაქციაში ჯერ სპეც. კორესპოდენტად, შემდეგ განყოფილების გამგედ, 1981 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიაში. წლების განმავლობაში იყო ინფორმაციის მთავარი რედაქციის განყოფილების გამგე, მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე, მთავარი რედაქტორი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემების აღმასრულებელი პროდიუსერი, ტელევიზიის კონსულტანტი, გაზეთ 2X2-ის რედაქტორის პირველი მოადგილე.
ბადრი ცირამუას პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალებში: „პირველი სხივი“ და „საუნჯე“. შემდეგ წლების განმავლობაში იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს ლექსების 4 კრებული.
- პოეტი
- კმაყოფილია კვარით,
- ხიკვით-ვახშმად თუ სადილად,
- არის ტკბილით და მწარით –
- ნათელს ვინ იმკის ადვილად;
- ცისკენ გაურბის თვალი,
- ვალს ვარსკვლავების ნადიმად,
- არის, პოეტი არის,
- არ ჩამოართვათ ქადილად;
- დაალევინეთ წყალი
- გულგამოფოლხვილს წვიმებით,
- არ მიუხუროთ კარი,
- ცოცხლობს ის თქვენი იმედით!..
- წერს... წუხილია მეტი,
- წერს... ჩვენდა სულის საოხად,
- შავი ფერიდან თეთრი
- იმედის ძაფი გამოჰყავს!