ცისკარიშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცისკარიშვილი ივანე დავითის ძე – (1821-1903), ქართველი ეთნოლოგი, ფოლკლორისტი. ალვანელი წოვა თუში, თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა სამხედრო სამსახურში და მონაწილეობა მიიღო ჭარ-ბელაქნის ბრძოლებში. ცისკარიშვილის სალიტერატურო მოღვაწეობა მრავალმხრივია. მე-19 საუკუნის 40-50-იან წლებში ხელს ჰკიდებს ხალხური სიტყვიერების, კერძოდ, თუშური ნიმუშების შეკრება-პოპულარიზაციას. ჩინებული ეთნოგრაფიულ–ფოლკლორული ნარკვევების გარდა («Kapтина Tушети:M, «Kaвказ», 1846, № 50; «Записки о Тущети», Kaвказ, 1849, №7, 8, 10, 11, 12, 13; «Тушинские песни», «Kaвказ», 1849, №38), მის კალამს მხატვრული თხზულებებიც ეკუთვნის («Дикло и Шенако», «Kaвказ», 1846, № 27; «Тушинский наездник Ганши», «Закавказский вестрик», 1848, № 26—28). ცისკარიშვილი გაზ. «Kaвказ»-ში პირველმა დაიწყო მსჯელობა ამირანის ეპოსზე. მან ხაზი გაუსვა ამირანისა და პრომეთევსის მითის მსგავსებას. რაფიელ ერისთავი მაღალ შეფასებას აძლეედა ცისკარიშვილის მოღვაწეობას.«Мои заметки», «Kaвказ», 1855, №331; «O Тушино-Пшаво-Хевсурском округе», ЗКОИРГО, кн. III).

ე. არჯევანიძე



ლიტერატურა

ე. არჯეეანიძე, გაზეთ „კავკაზის, ქართული ფოლკლორული მასალებიდან. პუშკინის სახ. თბ. პედინსტატუტის შრომები, ტ. 21, 1967.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები