ცისტერციანელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცისტერციანელები (თეთრი ბერები, ბერნარდინელები) – (ლათ. Ordo Cisterciensis), შუა საუკუნეების ევროპაში სახელმოხვეჭილი სასულიერო მოღვაწის, თეოლოგის, მქადაგებლის, პოეტის წმ. ბერნარდის (St. Bernard of Clairvaux) მიერ 1115 წელს კლერვოში (საფრანგეთი, სააბატო შამპანის დეპარტამენტი) დაფუძნებული კათოლიკური მონაზვნური ორდენი, რომელიც XI საუკუნეში გამოეყო ბენედიქტიანელთა ორდენს. გამოირჩეოდნენ უმკაცრესი მარხვით, დუმილის აღთქმით, შრომა-გარჯით, სალოცავებისა და ეკლესიების უბრალო მორთულობით, ძვირფასი ჭურჭლის, ფერწერისა და მდიდრული ინტერიერის უარყოფით. მათ დიდი წვლილი შეიტანეს შუა საუკუნეების ეკონომიკის განვითარებასა და წარმოების ტექნიკურ გადაიარაღებაში (მაგ., ინგლისში ცისტერციანული სააბატოები იყვნენ მატყლის მთავარი მწარმოებლები, საფრანგეთში – ღვინომასალებისა და ყველის), ჰქონდათ უმდიდრესი ბიბლიოთეკები, ხოლო მათ მიერ აგებული ეკლესია-მონასტრების სტილი (საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, ავსტრია და სხვ.) იწოდება ცისტერციანულ არქიტექტურად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები