ცისფერი ყანწები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ცისფერი ყანწები“ – ქართველი სიმბოლისტების ჟურნალი, რომლის პირველი ნომერი გამოვიდა ქუთაისში 1916 წელს.
„ცისფერყანწელები“ ქართველი სიმბოლისტების სახელწოდებაცაა. ისინი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდნენ 1916 წელს აღნიშნული ჟურნალით. ამ ჯგუფში შედიოდნენ: ვ. გაფრინდაშვილი, პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, კ. ნადირაძე, შ. აფხაიძე, გ. ლეონიძე, რ. გვეტაძე და სხვ.