ცის ფოლიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცის ფოლიო

ცის ფოლიო (Scabiosa) – მრავალწლიანი ბალახოვანი მცნარე გოქშოსებრთა ოჯახიდან, სამკურნალო, იშვიათი, დეკორატიული. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა მხარეში, მთის ზედა, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ამ სარტყლების ნაირბალახოვანი მდელოების, აგრეთვე სამხრეთ საქართველოს მთის ვაციწვერიანი სტეპის ერთ-ერთი დამახასიათებელ სახეობაა. სამცხე-ჯავახეთში 8 სახეობაა გავრცელებული. მცენარის სიმაღლეა 0.4 მ. ყვავილობს ივლის-სექტემბერში. იტანს ნახევრად დაჩრდილულ (მეჩხერი ტყე) ან დაუჩრდილავ ადგილებს. იყენებენ საკვებად. ვიტამინებით მდიდარი მცენარეა. გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. დგას საფრთხის წინაშე ჰაბიტატის დეგრადაციის და კომერციული შეგროვების გამო.




წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები