ციტოპლაზმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ციტოპლაზმა (cytoplsma; ბერძნ. kytos უჯრედი + plasma ფორმირებული) – უჯრედის კომპონენტი, რომელშიც მიმდინარეობს ცილის სინთეზი, უჯრედული სუნთქვა, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლა, ასევე ხორციელდება უჯრედის კონკრეტული სახეობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ფუნქციები.