ციცქალაჲ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ციცქალაჲ – ქალის ტანისამოსის, მათ შორის, თავსაბურავის, ლეჩაქის შესამკობელი, პატარა, მრგვალი და თხელი ფირფიტები. შუაზე ნახვრეტი ჰქონდა, რომლითაც მას ლეჩაქის კიდეებზე, არტახებზე, ტანისამოსზე ამაგრებდნენ. ციცაქალაები ფერადი იყო და მას, გარდა ტანისამოსისა, ნაქარგობაშიც იყენებდნენ. ციცაქალას მეორენაირად „ჯიმფრულასაც” უწოდებდნენ.