ციცქიშვილი გობრონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციცქიშვილი გობრონ − (1899 − 1951), ფსევდონიმი − აგარელი. პოეტი და მთარგმნელი გობრონ აგარელი დაიბადა დაბა სურამში. მამამისი მღვდელი იყო, ქრისტეფორე ციცქიშვილი, შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. დაამთავრა ტფილისის მე-5 გიმნაზია. შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. მერე თსუ-ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. პირველი ლექსი 1919 წელს დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოში“. 1920 წელს გამოვიდა გობრონ აგარელისა და ტერენტი გრანელის პირველი წიგნი „პანაშვიდები“. 1922-1930 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1930 წლიდან 1951 წლამდე საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობაში. მისი შვილიც, გივი ციცქიშვილიც პოეტი გახლდათ.


სიჩუმის დღეებიდან
მწუხარე გალაკტიონს
გული წაიღო იმან − ისევ უმწეო დავრჩი,
როგორც ფოთლების წვიმა
და ფერმიხდილი ბავშვი.
მალე ჩამოვა ღამე − ჩემი სიჩუმის დედა,
როცა უღონო წამებს შეშინებული ვხედავ.
მკრთალი დღეების ფიქრით
ახალ ზმანებას ხვდები...
მინდა სიცოცხლის იქით გადაფრენილი დები.
მე გამომყვება გარეთ ლურჯი წუხილი ბედზე.
და შემოდგომის ქარით
სხვა მოგონებას ვეძებ.
ასე ვიქნები თურმე მელანქოლიის ბაღში:
სასომიხდილი, ჩუმი და უცნაური ბავშვი...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები