ციხელაშვილი ქეთევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი – (Ketevan Tsikhelashvili), ქართველი დიპლომატი, 2020 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

დაიბადა: 21 აგვისტო, 1978 წელი, ქ. ქუთაისი, საქართველო.

განათლება:
1999 – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
2000 – ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (უნგრეთი) მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი;
2006-დან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება:
1996-1998 – გაეროს ახალგაზრდული ორგანიზაციის საქართველოს განყოფილების (UNOY) პროექტების ასისტენტი;

1998 – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწე; 1998- 1999 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი, მთავარი სპეციალისტი;
2001 – მიწვეული მკვლევარი უმცირესობების საკითხთა ევროპულ ცენტრში (ECMI), ფლენსბურგი, გერმანია;
2001-2002 – ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) ეუთოს კვლევის ცენტრის (CORE), მიწვეული მკვლევარი;
2002 – ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და თავდაცვის სამმართველოს მკვლევარი- თანაშემწე, ბრიუსელი, ბელგია;
2002-2011 – ფრიდრიხ ნოემანის ფონდის წარმომადგენელი საქართველოში;
2002-2004 – კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN), პროგრამის მენეჯერი და უფროსი ანალიტიკოსი;
2004-2006 – კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;
2007-2009 – ევროპის სტაბილურობის ინიციატივის (EშI) ანალიტიკოსი საქართველოში;
2011-2012 – ლიბერალური აკადემია, თბილისი-ევროპული ინიციატივა, დირექტორი;
2012 – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე;
2012-დან – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
08/2016-დან – მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშi;
2017-2020 – სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს, გერმანულს - საშუალო დონეზე.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები