ციხისძირი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯახის ციხე

ციხისძირი – სოფელი საქართველოში, მთიულეთ-ქართლის შესაყარ ზოლში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის თემში. მდებარეობს მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა სანაპიროზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ზღვის დონიდან 900 მეტრი, დუშეთიდან 28 კმ.

სახელწოდბა

ადგილობრივი მოსახლეობა მშობლიურ სოფელს ციხიძირს უწოდებს. სოფლის სახელწოდება წარმოდგება შუა საუკუნეებში აგებული ციხის მიხედვით, რომელიც აღმართულია ამ სოფლის სამხრეთით მდებარე ტყიან გორაკზე, მდინარე ჯახის მარცხენა ნაპირზე. ჯახის ციხის კოშკი თავდაპირველად ოთხსართულიანი ყოფილა (ბეს. ჯორბენაძე), ამჟამად ზედა ორი დაქცეულია. ჯახის ციხე ერთ-ერთი რგოლია არაგვის ხეობაში განლაგებულ სასიგნალო-თავდაცვითი ციხე-კოშკების ნაგებობათა სისტემაში. ეს ციხე ალბათ იცავდა იმ მოსახლეობასაც, რომელსაც მდინარე ჯახის შემოგარენში უცხოვრია: აქ ე.წ. თხილობის ჭალაში არქეოლოგთა მიერ მიკვლეულია შუა საუკუნეების დროინდელი ქვის სამარხებიანი სამაროვანი.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები