ცოცხალი ალიყური
ცოცხალი ალიყური – ტრადიციული რწმენით ცოცხალი ალიყური ისეთ ნიჟარას ეწოდებოდა, რომელიც ყურზე მიდებისას ხმას გამოსცემდა – „შიშინებდა”, ხოლო ისეთ ალიყურს, რომელიც არ შიშინებდა მკვდარი ალიყური ერქვა. სახელწოდება ალიყური და მისი სემანტიკა, როგორც ჩანს, იმ ჩვეულებასთანაა კავშირში, რომელიც ალის დაცემის საშიშროებასა და ნიჟარის ყურზე მიდებაში გამოიხატებოდა. მოსახლეობაში არსებობდა აზრი, რომ „ალის დაცემის დროს მელოგინეს ალი ყურში მოარტყამდა და თვალწინ მწვანედ ჩაუქროლებდა”. აქ მწვანე ფერი შემთხვევით არ ფიგურირებდა და მას დემონებთან დაკავშირებულ ფერთა სიმბოლიკაში განსაზღვრული ადგილი ეკავა. ლეჩხუმშიც ბავშვს აკვანზე გიშერს ჩამოუკიდებდნენ, რომელსაც ალის ყური ეწოდებოდა. როცა დედას სამეურნეო თუ სხვა საქმეზე უღრან ადგილებში მოუხდებოდა წასვლა, შინ მობრუნებული, ჩვილს ცეცხლის ალის ირგვლივ სამჯერ შემოატარებდა.
ლიტერატურა
მგელაძე, 200.