ცრუდათვისსოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცრუდათვისსოკო (ლათ. Boetus calopus Fr. რუს. Болетус красивый)
ქუდი – 5-6 სმ, ჯერ თითქმის სფეროსებრია, შემდეგ – ბალიშისერ-ამობურცული, ნაცრისფერია ან ჟანგისფერ-ყავისფერი. ჰიმენოფორი ყვითელია, ფორები წვრილი, კუთხოვანი, ანდა შეზრდილი ფეხთან, ხელის დაჭერისას მომწვანო ცისფერი ხდება.
ფეხი – 3-7 სმ სიგრძის და 2-3 სმ სიგანისაა, ჯერ ბოლქვისებრია, შემდეგ სწორი; წითელია, ქუდისაკენ ყვითელი. ბადისებრი გამოსახულება წითელია ან თეთრი.
რბილობი – ყვითელია, ჰაერზე ლურჯდება.
სპორები – 10-14X4-6 მკმ თითისტარისებრია, მომწვანო-მოყვითალო, მურა.
იზრდება წიწვიან და იშვიათ ფოთლოვან ტყეებში ზაფხულში და შემოდგომით.
ლამაზი სოკოა, საჭმელად არ გამოიყენება.