ცრუმანჭკვალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Crumanch.PNG

ცრუმანჭკვალა (ლათ. Hypholoma sublateritium (Fr.) Qluel. რუს. Ложноопёнок кирпично-красный)

ქუდი – 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ბრტყლად ამოზნექილი, აგურისფერ-წითელი, კიდეებთან მოყვითალოა, ზედაპირი ზოგჯერ ნაზი თეთრი ფიფქებითაა დაფარული. ფირფიტები შეზრდილია ფეხთან; ჯერ მოთეთროა, შემდეგ – მოშავო-მომწვანო-მოყვითალო.

ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 0,8-1,5 სმ სისქისაა, ცილინდრულია, ძირში დაწვრილებული, მოყვითალო, ძირში ბოჭკოვანი და ყავისფერი.

რბილობი – ყვითელი, მწარე.

სპორები – ელიფსისებრი, სადა ზედაპირით, 6-8X3-4 მკმ.

იზრდება დიდ ჯგუფებად გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებსა და ძირნაყარ ტოტებზე ზაფხულ-შემოდგომით. მომაკვდინებელი შხამიანია, იწვევს ნერვული ცენტრების სიდამბლავეს, რომლებიც აწესრიგებენ ცალკეული ორგანოების ფუნქციას იწვევს მათ დამბლას. მოწამვლის კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორიც შხამათი მოწამვლისას. საჭმელი მანჭკვალასაგან გარეგნულად განსხვავდება ნაყოფსხეულის, ფირფიტებისა და სპორების მტვრის ფერით.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები