ცრუმიქლიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცრუმიქლიო (ლათ. Hegrophoropsis aurantiaca (Fr)R. Maire რუს. Ложная лисичка)
ქუდი – 2-6 სმ დიამეტრისაა, ამობურცული ან შუაში ოდნავ ჩაჭყლეტილი, შეკეცილი კიდეებით, ოდნავ შებუსვილი, ნარინჯისფერი ან ჟანგმიწისფერი, შემდეგ კი უფერულდება თეთრ ფერამდე. ფირფიტები ხშირია, ჩანგლისებურად დატოტვილი, მოწითალო ნარინჯისფერი.
ფეხი – ცილინდრულია, წვრილი, ქუდისფერი.
სპორები – ფართო-ელიფსისებურია, 5-8X2,5-5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან და შერეულ ტყეში, აგრეთვე დამპალ ხეებზე და მათ ახლოს, ზაფხულ-შემოდგომით. იხმარება საჭმელად ახალი. ადრე ცრუმიქლიოს, სრულიად უსაფუძვლოდ, შხამიანად თვლიდნენ.