ცრუხრაშუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Cruxrashuna.PNG

ცრუხრაშუნა (ლათ. Hebeloma crustuliniforme (Bull.: St. Amanos)Quel რუს. Ложный валуй)

ქუდი – 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ბალიშისებურად ამობურცულია, შემდეგ – ბრტყლად ამოზნექილი, ზედაპირი სადაა, ლორწოვანია, ღია ნაცრისფერ-ყავისფერი, ცენტრში უფრო მუქი. ფირფიტები ვიწროა, ხშირი, არათანაბარი კიდეებით, ნესტიან ამინდში გამოყოფს წვენს, მშრალ ამინდში ლაქებიანია, ჯერ მოთეთროა, შემდეგ – მოყვითალო-თიხისფერი მურა ელფერით.

ფეხი – 4-7სმ სიგრძისაა და 1-2,5სმ სისქისაა, ძირში რამდენადმე გასქელებულია, ქუდისკენ თეთრია და ქერცლებიანია, დანარჩენი მოთეთრო-მოყვითალოა.

რბილობი – თეთრია, ბოლოკის სუნით, მომწაროა.

სპორები – ელიფსისებრ-ნუშისებრია, ხორკლიანი ზედაპირით, ღია მურა, 9-12X5,5-8 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ტყეში, პარკებში, გზის პირას და ა.შ. ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები