ცრუ გუდაფშუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Crududafshuka.PNG

ცრუ გუდაფშუკა (ლათ. Scleroderma aurantium Pers. რუს. Ложнодождевик обыкнавенный)

ნაყოფსხეული – 3-19 მ დიამეტრისაა, მიწისქვეშაა ან ნახევრადმინისქვეშა, ტუბერისებრია, მომრგვალებული, ძირში დავიწროებულია მოკლე ფეხის სახით, რომელზედაც მიმაგრებულია ფესვისებრი, თეთრი მიცელიუმის ძაფები. ნაყოფსხეულის გარსი სქელია, მკვრივი, ტყავისებრი ან ქეჩისებრი, ზოგჯერ ქერცლოვანი ან მეჭეჭებიანი, ერთშრიანია, ნაყოფსხეულის შიგთავსი ჯერ თეთრია, შემდეგ – მოშავო, მოშავო-მოიისფრო ან მურა-მომწვანო; შიგ ჩართული აქვს მკვრივი, თეთრი ძაფები, სოკოს მომწიფებისას შიგთავსი მტვრისებრი ხდება, რომელიც სპორებს წარმოადგენს. სოკო ჭუჭყისფერ-მოყვითალოა ან მურა.

სპორები – სფეროსებრია, ბადისებრ-მეჭეჭიანი ზედაპირით, მუქი ყავისფერია, 8-12 მკმ დიამეტრისა.

იზრდება ტყეში, ტყისპირებში, ბაღებსა და პარკებში ზაფხულ-შემოდგომით. შხამიანია, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები