ცრუ ქამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Cru.PNG

ცრუ ქამა (ლათ. Rhodophyllus sinatus (Fr.) Sing. რუს Ложный шампиньон)

ქუდი – 5-20 სმ დიამეტრისაა, ამობურცულია, შემდეგ – გაბრტყელებული, შუაში ახასიათებს განიერი ბორცვაკი, შემდეგ კი ჩაღრმავებულია. ტალღოვანი ზედაპირით, ზოლიანი თხელი კიდეებით, ჯერ შიშველია, შემდეგ კი ბოჭკოვან-ზოლიანი,მოთეთროა ან ხორცისფერ-მოყვითალოა. ფირფიტები თითქმის თავისუფალია, განიერი, მეჩხრად განწყობილი, ჯერ მოთეთროა, შემდეგ კი მოვარდისფრო-ხორცისფერი ელფერით.

ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 1-2.5 სმ სისქისაა, ცილინდრულია, სწორი, ოდნავ ზოლიანი ზედაპირით, მოთეთროა.

რბილობი – თეთრია, ფქვილის სუნით.

სპორები – კუთხოვანია, ვარდისფერი, 8-10X7-8,5 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, ხშირად ჯგუფურად, ფოთლოვან ტყეში, ტყისპირებში, ზოგჯერ საძოვრებზე, განსაკუთრებით თიხნარ ნიადაგზე, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

მომაკვდინებელი შხამიანი სოკოა, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას და ნერვული ცენტრების დამბლას.

შენიშვნა: უყურადღებობით ან უცოდინარობით შეიძლება შეგროვდეს, როგორც ქამა სოკო. ცრუ-ქამა ჰგავს საჭმელ ქამას, განსხვავდება იმით, რომ ფეხზე საყელო არ ახასიათებს.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები