ცუდი მოგზაურობა (სამედიცინო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ცუდი მოგზაურობა“ - (ინგლ.bad trip) – ნარკოტიკების მომხმარებლების ჟარგონზე – ნეგატიური ეფექტი ნარკოტიკების გამოყენებისას – კონტროლის დაკარგვის გრძნობა, სხეულის სქემის დარღვევა, უცნაური და საშიში ჰალუცინაციები, ფსიქიკური დაავადების და სიკვდილის შიში, სასოწარკვეთა, სუიციდური აზრები და ძლიერი უარყოფითი აფექტი. ასეთი ეპიზოდი, ჩვეულებრივ, ორ საათამდე გრძელდება.
ფიზიკური სიმპტომებიდან შეიძლება გვხვდებოდეს ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, ღებინება, პარესთეზიები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ნეგატიური რეაქცია ახასიათებს ძირითადად ჰალუცინოგენებს, იგი შეიძლება შეგვხვდეს ამფეტამინებისა და სხვა ფსიქოტროპული სტიმულატორების, ანტიქოლინერგიული, ანტიჰისტამინური და სედატიური/საძილე საშუალებების გამოყენებისას