ცხენისმუხლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცხენისმუხლა – (Ephedra procera C.A. Mey. = Ephedra major sunsp. Procera [C.A. Mey.] Bornm.); ოჯახი: ჯორისძუასებრნი (Ephedraceae). სწორად მდგომი, ძლიერ დატოტვილი ბუჩქია, 20-50 სმ სიმაღლის. ტოტები წახნაგოვანია და გლუვი, ხშირად – მონაცრისფრო-მწვანე. მამრობითი თავაკები ხშირად შეჯგუფებულია სფეროსებურ ყვავილედად თანაყვავილედი (ქერცლები) მომრგვალო-კვერცხისებურია. ბუტკოიანი ყვავილები მარტოულია, ოვალური ფორმისა და ხასიათდება 2-3 წყვილი თანაყვავილით. ცრუნაყოფი კენკრაგირჩა-კვერცხისებურია. ყვ. III-IV; ნაყ. VI-VII. იზრდება ქვიან და მშრალ ფერდობებზე, თიხიან ნიადაგებზე განვითარებულ ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. გავრცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში.