ცხენისძუძუ თეთრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცხენისძუძუ თეთრი – მესხური ვაზის ადგილობრივი ჯიში, საღვინე და სუფრის, ადრეული და მაღალმოსავლიანი. ფოთოლი საშუალო ზომისაა: 14X17 სმ, ღია მწვანე, ზედაპირი ოდნავ დანაოჭებული. მტევანი საშუალო ზომისაა: 13X8 სმ, კონუსური ფორმის, საშუალო წონა – 150 გრ. მარცვალი საშუალო ზომისაა (2X1.4 სმ), მოგრძო კვერცხისებრი, ქარვისფერი, თხელი კანი. ყურძნის წვენის შაქრიანობაა 16.5-18 %, მჟავიანობა – 10-11 გრ/ლ. კარგი არომატითა და ბუნებრივი შუშხუნა თვისებებით ხასიათდება. ფართოდ იყო გავრცელებული სოფლების აწყურის, გოგაშენის, გურკელის, დიდი სმადის, საროს, ტოლოშის, ხერთვისის მიდამოებში. ვაზის ცალკეული ეგზემპლარები 90-100 წელი ცოცხლობს.