ცხვირის ეპითელიომები
ცხვირის ეპითელიომები — ცხვირის ეპითელიომების უმრავლესობა ბაზოცელულარული (BASOCELLULAR EPITHELIOMA) კიბოა. მათგან მხოლოდ 1/4 არის სპინოცელულარული (SPINO-CELLULAR EPITHELIOMA) მორფოლოგიის.
- 1. სპინოცელულარული სიმსივნე უნდა გავარჩიოთ კერატოაკანტომისაგან (KERATO-ACANTHOME), რომელიც კეთილთვისებიანი, ფსევდო ეპითელიომებია და თავისით იკურნება. როდესაც დაზიანება საეჭვოა და სურათზე წარმოდგენილს წააგავს, აუცილებელია ბიოფსია ან ამოკვეთა-ბიოფსია. კერატოაკანტომების დროს, მხოლოდ კონტროლია საჭირო და სიმსივნე თავისით მცირდება და იკურნება.
- როდესაც ეპითელიომის დიაგნოზი დადასტურდება, სრული ონკოლოგიური პროტოკოლით გათვალისწინებული რეზექცია არის აუცილებელი. ეს გულისხმობს ფართო, 1,5 სმ. ჯანმრთელი ქსოვილის რეზექციას.
- 2. ბაზოცელულარული სიმსივნე წარმოდგენილია ნაწიბურის ან ხალისმაგვარი სიმსივნით.
- მისი თავისებურებაა ფუძის ქონა. ანუ, პალპაციით იგრძნობა ფუძე. მკურნალობა ქირურგიულია და გულისხმობს ფართო რეზექციას შესაძლო ნაფლეთის პლასტიკით.
ქირურგიული მკურნალობა
ქირურგიის გარდა, არსებობს სხვა მეთოდებიც – ლაზერი, ულტრაბგერა, სხივური თერაპია. ყველას აქვს თავისი ლიმიტი და სუსტი წერტილები.
მაგალითად, ლაზერის და ულტრაბგერის გამოყენება მხოლოდ ძალიან პატარა ეპითელიომებზე არის შესაძლებელი და ისიც, გააჩნია ტიპს. უფრო ბაზოცელულარული სიმსივნეების დროს გამოიყენება.
სხივური თერაპია, თავის მხრივ, კარგი გამოსავალია. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ადგილმდებარეობა მოითხოვს სხვადასხვა ვექტორით დამიზნებას, რამაც შეიძლება ჰიპერდოზირება გამოიწვიოს.
მკურნალობის საუკეთესო მეთოდი გახლავთ რადიკალური რეზექცია საღი ქსოვილების დონეზე, 1,5 სმ-ის საზღვრებში.
სპინოცელულარული ეპითელიომები აუცილებლად მოითხოვს კისრის რეგიონალური ლიმფური კვანძების მონიტორინგს. ზოგ შემთხვევაში, რადიკალურ რეზექციას და შემდგომ, სხივურ თერაპიას.