ცხვირის რინოფიმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცხვირის რინოფიმა — ეს კეთილთვისებიანი სიმსივნე ცხვირის წვეტის მიდამოში, არის აკნეს ჰიპერტროფიული გართულება.
ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერტროფია და გადაგვარება მთავრდება სისხლძარღვების ანგიოექტაზიით.
კლინიკა
ვითარდება მხოლოდ კაცებში, 40 წლის შემდეგ. აღინიშნება ცხვირის წინა ნაწილის საშინელი, პროგრესირებადი დეფორმაცია.
მკურნალობა, პაციენტის თანხმობის შემთხვევაში, არის მხოლოდ ქირურგიული. გულისხმობს დაზიანებული ქსოვილის მოცილებას და ცხვირის ნორმალური ფორმის დაბრუნებას. პოსტოპერაციულად, სახვევები კვირაში 2-ჯერ უნდა გამოიცვალოს.სასურველია ცხიმოვან-ანტიბიოტიკიანი საფენები. 4 კვირაში დერმის ახალი საფარი ფარავს ცხვირს და პაციენტი ნორმალურ იერსახეს იბრუნებს.