ცხირეთი (ნამოსახლარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხირეთი - ნამოსახლარი, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სოფელ ერთაწმინდიდან სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ის დაშორებით. ნამოსახლარი მდებარეობს ხევის პირას. განკიდული ტიპის გორაზე. აქ დადასტურდა გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის ხანის კულტურული ფენები. ზედაპირზე და ბუნებრივ ჭრილში, ფლატეზე. იპოვება შავი და ლეგა ჭურჭლის ნატეხები.

ვახუშტი ბაგრატიონი ცხირეთის შესახებ გადმოგვცემს: ერთაწმინდის ეკლესიის „აღმოსავლით არს ციხე ცხირეთისა, ნასასახლევი მეფეთა“.

XI-XII საუკკუნეებში ცხირეთი ეკუთვნოდა შიომღვიმის მონასტერს. XV-XVI საუკუნეებში ცხირეთი ჯავახიშვილების კუთვნილებაა. 1608 წელს ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ (1606-1615) ცხირეთი უბოძა გიორგი სააკაძეს. 1609 წელს ოსმალთა ლაშქარი შიდა ქართლში შემოიჭრა და ცხირეთში მეფე ლუარსაბ II-ზე თავდასხმა სცადა. კველთელმა მღვდელმა თევდორემ მტერი სხვა გზით წაიყვანა და ცხირეთის ციხეს დააშორა. მღვდელი ოსმალებმა სიკვდილით დასაჯეს. 1652 წელს ქართლის მეფე როსტომმა გიორგი სააკაძის მემკვიდრეებს დაუბრუნა ცხირეთი (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 253).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები