ცხოვრების დონე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცხოვრების დონე - (standard of life), რაოდენობრივი მაჩვენებლების სისტემა, რომელიც გამოხატავს საზოგადოების განვითარების მოცემულ ეტაპზე მოსახლეობის ერთ სულზე მატერიალური და სულიერი დოვლათის მოხმარების დონესა და ამ დოვლათზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების ხარისხს.
ცხოვრების დონის ამსახველი მაჩვენებლებია: რეალური შემოსავლის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე; კვების პროდუქტების, არასასურსათო საქონლის, მომსახურების მოცულობა და სტრუქტურა; სამომხმარებლო საქონლის ფასების დონე და დინამიკა; კომუნალური და სატრანსპორტო მომსახურების ტარიფები; განათლების განვითარების დონე; სამედიცინო მომსახურების ხარისხი; საბინაო პირობები; სამუშაო დღის ხანგრძლივობა; სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ა.შ.