ცხრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხრა – რვის მომდევნო და ათის წინამდგომი ნატურალური რიცხვი. აღინიშნება სიმბოლოთი — 9.

რიცხვი „ცხრა“ ქართულ ხალხურ წარმოდგენებში წმიდა და სასიკეთო რიცხვად არის ცნობილი. ძალზე ხშირია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხრაწყარო (მეგრ. ჩხოროწყუ), ცხრათავი წყარო (ან წყარო, რომელიც ცხრა სათავიდან მოედინება); არის ცხრაძმის ხევი (ქსნის ხეობაში), ცხრამუხა, ცხრაჯვარა, ცხრაპირი და სხვა. ხოლო ზღაპრებსა და ანდრეზებში ხშირია: ცხრაკლიტული, ცხრა მთა, ცხრა ძმა, ცხრათავიანი დევი... ცხრათვალა მზე... ცხრა ამ შემთხვევებში გამოხატავს არა საკუთრივ ცხრას რაოდენობრივად, არამედ სიმრავლეს და სიუხვეს, სიძლიერეს. კიდევ არის ცხრა ძალი (ცხრასიმიანი) ფანდური, ცხრაენიანი ზარი და სხვა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები