ძაბრისებრი კლიტოციბე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Dzabrisebri.PNG

ძაბრისებრი კლიტოციბე (ლათ. Clitocybe gibba (Fr.) Kumm რუს. Говорушка ворончатая)

ქუდი – 3-10 სმ დიამეტრისაა, შუაში ჩაზნექილია და ბორცვაკი ახასიათებს, შემდეგ კი ძაბრისებრია, წვრილქერცლოვანი, თხელი კიდეებით, ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერია, ფირფიტები დაღმავალია, ხშირი, თეთრი.

ფეხი – 3-8 სმ სიგრძისა და 0,5-1 სმ სისქისაა, ძირში გაგანიერებულია და ბუსუსიანი, ქუდზე ღია ფერისაა.

რბილობი – თეთრია.

სპორები – ხორბლის მარცვლისებრია, წაწვეტებული, პუნქტირებული ზედაპირით, უფერული, 5-7X3-4 მკმ. იზრდება ნიადაგზე ტყეში, ზოგჯერ დიდი რაოდენობით, ზაფხულ-შემოდგომით.

საჭმელად გამოიყენება ახალი და დამწნილებული.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები