ძალაყინი (საბურისი) – ბრტყელ- ან წამახულწვერიანი რკინის ძელი; გამოიყენება ბერკეტის დანიშნულებით, მაგარი, მკვრივი ზედაპირების დასამსხვრევად, ავტომანქანის საბურავის რეზინის სამონტაჟოდ, ხის ნაკეთობიდან ლურსმნის ამოსაძრობად, ღრეჩოების გასაფართოებლად და სხვ.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი