ძალვის გადატანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძალვის გადატანა - ოპერაციის (ბრძოლის) დროს ჯარების (ძალების) მთავარი დაჯგუფების მოქმედებების მიმართულების არსებითი შეცვლა. ხორციელდება, როგორც წესი, გადაჯგუფების ან მანევრის მოწყობით.
ძალვის გადატანის მიზანია:
შეტევაში – იმ ჯარების (ძალების) დაჯგუფების გაძლიერება, რომლის მოქმედებების მიმართულებაზე გამოიკვეთა წარმატება;
თავდაცვაში – იმ ჯარების ძალვის გაძლიერება, რომლებიც თავს იცავენ მიმართულებაზე, სადაც მოწინააღმდეგე მთავარ დარტყმას აყენებს.