ძალთა შეკრება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძალთა შეკრება – მოცემული სისტემის ძალთა გამომსახველი ვექტორების გეომეტრიული ჯამის ტოლი და ძალთა ამ სისტემის ნაკრები (მთავარ) ვექტორად წოდებული ვექტორული სიდიდის განსაზღვრის ოპერაცია. ძალთა შეკრება ხდება ვექტორთა შეკრების წესის მიხედვით, კერძოდ, ძალთა პარალელოგრამის ან ძალთა მრავალკუთხედის აგებით.
სიდიდის მექანიკური მნიშვნელობა განისაზღვრება სტატიკისა და დინამიკის თეორემებით.
თუ მყარ სხეულზე მოქმედ ძალთა სისტემას აქვს ტოლქმედი, მაშინ იგი წარმოადგენს ამ ძალთა სისტემის ნაკრებ (მთავარ) ვექტორს.
თუ ძალთა სისტემა წონასწორობაშია, მაშინ = 0.