ძარა (სამეურნეო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძარა – დიდი მოწნული გოდორი. სახნავ-სათეს ნაკვეთში ორგანული სასუქის - ნაკელის საზიდი საშუალება.
გარდა სამეურნეო ფუნქციისა, მას ამინდის მართვის მაგიურ წესჩვეულებაშიც იყენებდნენ. გვალვის დროსს წყალში ჩადგამდნენ, შიგნით შელოცვილ ქვებს ჩაყრიდნენ და გაწვიმებამდე წყლიდან არ ამოიღებდნენ. სულხან ორბელიანის მიხედვით „ძარი – ქორის საჯდომი გოდორი” იყო.
თედო სახოკია: „ამ შელოცვილ კენჭებს ... წყალში ჩადგმულ ძარში აგდებენ და ელოდებიან წვიმის მოსვლას”.
ლიტერატურა
ორბელიანი, 1928; 1949:437;
სახოკია, 1985:285;
კახიძე, 1990:61.