ძაღეძმრიანი თევზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძაღაძმრიანი თევზი – კაკლის ხის ფოთლებჩაფენილ გახურებულ კეცზე დამარილებულ თევზს ერთ წყებად ჩააწყობდნენ და ზემოდან ისევ კაკლის ხის ფოთლებს ჩააფენდნენ, სახურავს დაახურავდნენ და ნაკვერჩხლებს დააყრიდნენ. შემწვარ თევზს ძაღე ძმარში, რომელიც ნიორნარევ მარილში და ძმარში გახსნილი დანაყილი კამა, პიტნა, ნიგოზი და ქინძი იყო, ჩააწყობდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:113.