ძეგვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძეგვი

ძეგვი – სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენს სანაპიროზე, ზღვის დონიდან 560 მ. სიმაღლეზე. ქალაქ მცხეთიდან დაშორებულია 9 კილომეტრით.

სახელწოდბა

ვახუშტი ბატონიშვილი ძეგვს მცხეთის სოფლებს შორის, ციხე-დიდისა და ხეკორდის შუა სდებს: „დასავლით არმაზისა არს ციხე-დიდი. მის დასავლით – ჴევი ძეგვისა, სდიან სხალ-დიდს, მიერთვიან მტკვარს სამჴრიდამ. არს ღვინო და მბალი მუნებური (-აქაური გ. ბ.) კეთილი“.

ადგილობრივ მოსახლეობაში არსებობს ძეგვის წარმოშობის საკმაოდ ხელოვნური გადმოცემა: „ერეკლე მეფის დროს ძეგვი თათრებს აუკლიათ. მთელი სოფელი გაუძარცვიათ. ვისაც მოესწრო, გახიზნულიყო. ერთხელ თათრებს სოფელში გაუვლიათ. დაინახეს ერთი ყმაწვილი, გამოსულა და ბანს ცოცხითა ჰგვის. თურმე გაუკვირდათ და ერთიმეორეს უთხრეს: შეხედე, ძე გვისო! ამის შემდეგ ჩვენი სოფლისათვის ძეგვი შეურქმევიათ“ (ეკა სიმონის ასული ყიფშიძე, სოფელი ძეგვი, 1990 წ.).

ჩვენი აზრით, ძეგვი მიმღეობური შინაარსის სახელი უნდა იყოს: ძეგვ-ილ-ი (შდრ. გა-ძეძგ-ილ-ი – სეტყვისაგან ან ღვარცოფისაგან გადათელილი ნათესი, ჭირნახული). სახელდებისათვის გამორიცხული არ უნდა იყოს მცენარე ძიგვი, ძიგ(ვე)-ურა „ეკალღიჭი“ (შდრ. ლეჩხ. ძეგვ-ი „გაუვალი, ეკლიანი ჩირგვი“).“ იმერულსა და რაჭულში ამავე მნიშვნელობით ძიგვე გვაქვს.“ ძეგვის ეტიმოლოგიის საბოლოოდ გასარკვევად დამატებითი კვლევა-ძიება არის საჭირო.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები