ძეგლი ერისთავთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ძეგლი ერისთავთა" – (1248–1400) საგვარეულო მატიანე, რომელიც ქსნის ერისთავთა თავგადასავალს მოგვითხრობს. მისი ავტორი უნდა იყოს ლარგვისის მონასტრის ბერი. იგი გაწაფული ისტორიკოსი არ ჩანს — ძირითადად აინტერესებს ქსნისა და არაგვის ხეობათა ამბები, სამხედრო მოქმედებანი.