ძიან ძემინი
ძიან ძემინი – (დ. 1926), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე, ცენტრალური აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.
1947 დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი შანხაიში. განვლო გზა რიგითი თანამშრომლიდან ხელმძღვანელ მუშაკამდე, იყო მანქანათმშენებლობის სამინისტროს საგარეო საქმეთა სამმართველოს უფროსი;
1980 – ამავე სამინისტროს საგარეო ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და პასუხისმგებელი მდივანი;
1985 – ჩინეთის კომუნისტური პარტიის შანხაის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი – თავმჯდომარე;
1982-92 – ჩინეთის კომუნისტური პარტიის მუდმივი კომიტეტის წევრი, გენერალური მდივანი, ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე;
1993 წლის მარტიდან – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე, ცენტრალური აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.