ძიგვაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ძიგვაშვილი

ძიგვაშვილი გიორგი − (1917 − 1942), დაიბადა ვანში. დაამთავრა თსუ-ს ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. იგი ძირითადად დაკავებული იყო თარგმნით და ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებით და ამავე დროს ლექსებს წერდა.

გიორგის უნივერსიტეტში სწავლისას საბჭოთა კავშირმა წამოიწყო სამხედრო კამპანია დასავლეთ უკრაინის შემოსაერთებლად, ამ დროს უნივერსიტეტი გასამხედროებული იყო და გიორგის ლეიტენანტის ჩინი ჰქონდა. ამ ჩინით ჩააყენეს იგი წითელი არმიის რიგებში და უკრაინაში გაგზავნეს. ოპერაციები მცირე ხანში დასრულდა, გიორგიც დაბრუნდა თბილისში და ძველ საქმიანობას დაუბრუნდა.

გიორგი ძიგვაშვილი, როგორც 1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულების ერთ-ერთი ორგანიზატორი, 1942 წლის 17 ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს 16 სხვა ახალგაზრდასთან ერთად.


რობერტ ბერნსი
თარგმნა გიორგი ძიგვაშვილმა
უცხო კაცთან მე ისეთი მხდალი ვარ,
გვერდით როგორ დავუწვები, სერ;
მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ,
ხომ სირცხვილით დავიწვები, სერ.
მე ისეთი პატარა ვარ,
მე ისეთი პატარა ვარ ჯერ, −
მე რომ დედას მომაშოროთ −
ცოდვა არის, ადრე არის, სერ.
დედამ კაბა შემიკერა ლამაზი,
წითელ-ყვითელ საკინძებით, სერ;
ხომ დაჭმუჭნით, ხომ წახდება სამოსი,
თქვენ რომ გვერდით დამიწვებით, სერ.
შემოდგომის უქმე უკვე გავიდა,
გრძელი არის ზამთრის ღამე, სერ;
მე იმ ღამეს სხვასთან როგორ ავიტან,
არ მეყოფა სითამამე, სერ.
აგერ, ქარმაც ამოყარა ფიფქები,
ფოთოლიც კი არ ჩანს მწვანე, სერ;
გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები,
მოდი, მაშინ წამიყვანე, სერ!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები