დაუჯითი ძუარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ძირი ძუარი-დან)
დაუჯითი ძუარ-ი / ძირი ძუარ-ი (ოს. Дауджыты дзуар / Дзирийы дзуар) — ნაყოფიერებისა და მოსავლის მფარველი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქურთათის ხეობის ზოგიერთ სოფელში. მისი სახელობის სალოცავი მდებარეობდა ძირის მთის მწვერვალზე (აქედან წარმოდგება ღვთაების მეორე სახელი — „ძირი ძუარი“ ანუ „ძირის ღვთაება“), სადაც ყოველწლიურად მკა-თიბვის პერიოდში აღინიშნებოდა დაუჯითი ძუარის საერთო-სასოფლო დღეობა. ყოველი ოჯახი ღვთაებას ბატკანს სწირავდა და უხვ მოსავალს შესთხოვდა. ლოცვა-ნადიმის (ქუვდი) დამთავრების შემდეგ ეწყობოდა სხვადასხვა სახის შეჯიბრი, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება მარულას ეთმობოდა.
ლიტერატურა
- Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
- Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
- Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.