ძირწითელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძირწითელა

ძირწითელა – (Echium biebersteinii Lacaita); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მოკლე, უხეში და გაფარჩხული ბეწვით მოფენილი, სიმაღლე – 30-100 სმ. ძლიერ დატოტვილი, ფესვთანური ფოთლები 30 სმ-მდე სიგრძისაა, ლანცეტა ფორმის. ღეროსეული ფოთლები ვიწრო-ლანცეტაა, ყვავილედი ძლიერ დატოტვილია. გვირგვინი მოთეთრო-მოვარდისფროა და შებუსული. ყვ. VI; ნაყ. VIII. გავრცელებულია მშრალ, ქვიან ადგილებში, ნათესებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან. ცნობილია მთელ საქართველოშიც.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები