ძმადნაფიცობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძმადნაფიცობა – დძმობილება, ზეპირსიტყვიერების უძველესი მოტივი. „ამირანიანში", „ადიხანჯალაში“ და ხალხური ეპოსის დანარჩენ ნიმუშებში, აგრეთვე ფოლკლორულ ლექსებში, სხვადასხვა სახის დაძმობილებაა მოცემული. სპეციფიკური ხასიათის ძმადნაფიცობას ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიან კუთხეებში, რაც, ხევის მაგალითზე ა. ყაზბეგს თავის რომანებში აქვს აღწერილი. ძმადნაფიცობა, როგორც ჯანსაღი ტრადიციული ჩვეულება ხალხური პოეზიის ხოტბის საგანს შეადგენს:

ძმადნაფიცისთვის სიკვდილი
სათემოდ შესამღერია...

გ. შეთეკაური



ლიტერატურა

  • ს. მაკალათია, ხევი, ტფ., 1934, გვ. 154;
  • მ. ჩიქოვანი, საგმირო-რომანტიკული მოტივები ქართულ ეპოსში ლიტერატურული ძიებანი I, 1943, გვ. 246-249;
  • ა. ღლონტი, ქართული ხალხური ნოველა, თბ., 1963, გვ. 233-237:
  • ხალხური სიბრძნე, ტ. IV, თბ., 1965, გვ. 99-100.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები