წაბლისფერი ლივლივა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წაბლისფერი ლივლივა (ლათ. Amanita fulva (Scheff.) Secr. რუს. Поплавок жёлто-коричневый)
ქუდი – 8-12 სმ-მდე დიამეტრისაა. ჯერ ზარისებრია, შემდეგ – გაშლილი, კიდეები ზოლიანია, საერთო საბურვლის ნარჩენები ქუდის ზედაპირზე მკრთალი ან მკრთალწითური ფიფქების სახითაა შერჩენილი, რომლებიც მალე ქრება, წაბლისფერ-წითურაა. ფირფიტები თეთრია მოყვითალო იერით.
ფეხი – 5-15 სმ სიგრძისაა და 0,7-1,5 სმ სისქისა, ფიფქოვან-ქერცლოვანი ზედაპირით, ძირში გამსხვილებული, რომელიც პარკისებურ, ნახევრად თავისუფალი თეთრი ან მკრთალწითურ ვოლვაშია ჩამჯდარი. ფეხი მკრთალწითურაა, საყელოს გარეშე.
რბილობი – თეთრია, სპორები – სფეროსებრი, უფერული. 10-15X9-13 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად გამოიყენება ახალი.