წაღვერი (მინერალური წყარო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წაღვერი – მინერალური წყარო ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მიეკუთვნება ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ, მაგნიუმ-კალციუმ-ნატრიუმიან (ან კალციუმ-ნატრიუმიან) წყლებს. საერთო მინერალიზაციაა 3-5.1 მგ/ლ. ზოგიერთი წყალი შეიცავს 45 მ/ლ რკინას და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.