წაწლობის ლექსები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წაწლობის ლექსები – წაწლობის ჩვეულების ამსახველი უამრავი ლექსია შექმნილი ფშავსა და ხევსურეთში. როგორც ვაჟა აღნიშნავდა, წაწლობა „მდიდარ მასალას აძლევდა ფშაურს რომანტიულს პოეზიას და თვით ფშაველსაც – პოეტურს ხასიათს“. წაწლობასთან დაკავშირებულ მოგვიანო ხანის ლექსებში შეიმჩნევა იუმორისტული დამოკიდებულება ჩვეულებისადმი, მაგრამ ადრეულ პერიოდის ფშაური წაწლობის მრავალი ლექსი თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ სატრფიალო პოეზიის ოქროს ფონდს.
გ. ბარნოვი
ლიტერატურა
გ. ბარნოვი, ფშავ-ხევსურული სატრფიალო პოეზიიდან. ქართული ფოლკლორი, III, 1969.