წერილი ლექსად

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წერილი ლექსად – სატრფიალო ჰოეზიის სახეობა. ამ ტიპის ლექსი სატრფიალო გასაუბრებას შეიცავს. ადრესატად შეიძლება იყოს როგორც ქალი, ისე ვაჟი. ქალისადმი მიწერილი ლექს-ბარათები უფრო ხშირად გვხვდება: „წიგნი არ მიმიწერა“, „სიტყვა ფიქრია მღელვარე“...

სიტყვა ფიქრია მღელვარე
ჩემ გული – კალმის წვერია,
ქაღალდზედ შავი მელანი
დამდნარი გულის წვენია,
ამ გულის წვენით ნაწერი
ქალავ, ალერსი შენია...

ვაჟისადმი გაგზავნილ ლექს-წერილის ნიმუში – „რა ბევრი მიტირებია“, ხალხური ლექსის შექმნა-გავრცელების ეს სახე ქართულ ფოლკლორში ახალი არაა.

გ. შეთეკაური



ლიტერატურა

  • ელ. ვირსალაძე, ქართული ხალხური სატრფიალო პოეზიის ძირითადი სახეობანი, ლიტერატურული ძიებანი, ტ. VIII, 1953, გვ. 291-292;
  • ხალხური სიბრძნე, ტ. IV, თბ., 1965, გვ. 341; 360-362; 380-381.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები