წერილობითი მოხსენება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წერილობითი მოხსენება - საბრძოლო ან სამსახურებრივი საანგარიშო-საინფორმაციო დოკუმენტი, შემუშავებული შტაბების და მართვის სხვა ორგანოების მიერ მშვიდობიანობის და ომიანობის დროში გარკვეული მონაცემების ზემდგომი მეთაურების (ხელმძღვანელების) ან შტაბისთვის მისაწოდებლად. თავისი დანიშნულების მიხედვით შეიძლება იყოს საბრძოლო და სპეციალური მშვიდობიანობის პერიოდში მუშავდება წერილობითი მოხსენებები ოპერატიულ და სამობილიზაციო, საჯარისო სამსახურის, სამხედრო დისციპლინის მდგომარეობის, შეიარაღებით, ტექნიკით უზრუნველყოფის და სხვა საკითხებზე. მასში შეტანილი მონაცემების მიხედვით წერილობითი მოხსენება შესაძლებელია იყოს სასწრაფო და არასასწრაფო, მიმდინარე და შემაჯამებელი. სასწრაფო წერილობითი მოხსენებები მიეწოდება დადგენილ ვადებში. არასასწრაფო – გარემოებიდან გამომდინარე ან ზემდგომი შტაბის მოთხოვნის შესაბამისად.

სასწრაფო საბრძოლო წერილობითი მოხსენებაში გადმოიცემა:

  • გაერთიანების (შენაერთის, ნაწილის) მიერ საბრძოლო ამოცანის შესრულების შედეგები დაქვემდებარებული ჯარების (ძალების) მდგომარეობის მითითებით;
  • მოწინააღმდეგის მოკლე შეფასება;
  • მიღებული გადაწყვეტილება შექმნილ მდგომარეობაში და თხოვნა ზემდგომი მეთაურის მიმართ.

არასასწრაფო საბრძოლო წერილობითი მოხსენებები შეიცავენ მონაცემებს მიღებული საბრძოლო განკარგულებების (ბრძანებების), გარემოების ცვლილებების, მეთაურის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების, საბრძოლო ამოცანის შესრულების დაწყების შესახებ.

შემაჯამებელი საბრძოლო წერილობითი მოხსენება შეიცავს მონაცემებს მოცემული დროის, დღე-ღამის ბოლოს ან დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებული მდგომარეობის, მოქმედებების და ჯარების უზრუნველყოფის შესახებ. შემაჯამებელი და ვადიანი საბრძოლო წერილობითი მოხსენება, რომელშიც გადმოცემულია გადაწყვეტილება, წარედგინება ზემდგომ შტაბში მეთაურისა და შტაბის უფროსის ხელმოწერით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები